ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში