აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

,,დღეს პატივი მქონდა დავსწრებოდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც ელჩს პირადად მივულოცე ეს მნიშვნელოვანი თარიღი, წარმატებები და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება ვუსურვე.

საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან არა მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვე აერთიანებთ, არამედ საერთო ინტერესები, მეგობრობა, მრავალწლიანი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად მომავალშიც ერთად ვიმუშავებთ.”-წერს სოციალურ ქსელში ლევან მგალობლიშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading