ალგეთის ეროვნულ პარკში კაკბის პოპულაციის აღდგენის მიზნით, 200 ფრთა ადგილობრივი სახეობა ველურ ბუნებაში გაუშვეს

კაკაბი ველური ბუნების სახეობაა და ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მისისაყვარელი საცხოვრებელი ადგილებია უტყეო, კლდიანი და ძეძვით დაფარული გორაკები; კაკაბი ფართოდ იყო გავრცელებული თბილისის ირგვლივგანლაგებულ მთებსა და გორაკებზეც.

აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიებზე სახეობების აღდგენა და კონსერვაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ასევე,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება.

#დაცულიტერიტორიები

#ეროვნულიპარკები

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading