ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (96 კგ) ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 171/175/177 კგ. დაძლია, ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დავითაძემ აკვრაში 200/206/210 კილოგრამი დაძლია, ამ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა, ორჭიდში ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading