N5 პენიტენციურ დაწესებულებაში აზიური სამზარეულოს მასტერკლასი ჩატარდა

ქალი მსჯავრდებულები აზიური კერძების მომზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. ღონისძიების მონაწილეებმა შეფ-მზარეულის დახმარებით აზიური სამზარეულოს კლასიკური კერძები თავადაც მოამზადეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მასტერკლასის თხუთმეტ ქალ მონაწილეს საჩუქრები და ყვავილები გადაეცა.

ღონისძიება მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და კოლეჯ „იკაროსს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. თანამშრომლობის შედეგად, 2024 წელს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის კურსში 20 მსჯავრდებული ჩაერთო და მათ ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

სასწავლო კურსი 2025 წელსაც განახლდა და მასში ჩართვის სურვილი ოცმა მსჯავრდებულმა გამოთქვა. მსგავსი პროექტები მსჯავრდებულებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი პროფესიული უნარები შეიძინონ და საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდნენ.

ინფორმაციას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading