GCCA-მ შპს „ინტელექტ მარკეტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ინტელექტ მარკეტის“  საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს პროკურატურის მხრიდან კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის  დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

2025 წელს, GCCA-იმ 5 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading