9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 80 წელი გავიდა.1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან.
მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია, თუმცა ეს დღე საქართველოში ძველებური პომპეზურობით კარგა ხანია აღარ აღინიშნება.
