რომის პაპი ამერიკელი კარდინალი პრევო – ლეო მეთოთხმეტე გახდა

სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ რომის პაპი არჩეულია.
რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის ახალმა პაპმა უკვე აირჩია სახელი, რომელიც მას პაპობის პერიოდში ერქმევა. რომის ახალი პაპი ლეო XIV-ედ იწოდება.
კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში.
2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკუთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა ის კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.
