ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე ხორციელდება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ.

„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორის ზურაბ სიჭინავას შეფასებით, „DHI,“ რომელიც ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირებას ახორციელებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიაა, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩასატარებელ სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიულ ტესტირებებში სპეციალიზდება.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/ მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია „იან დე ნულის“ ქვეკონტრაქტორის, ასევე ევროპული ავტორიტეტული საინჟინრო საპროექტო კომპანია „როიალ ჰასკონინგის“ მოწვევით, ვიმყოფებოდით დანიის სამეფოში, სადაც DHI-ს ლაბორატორიაში ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირების პროცესს გავეცანით“ – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

მისი თქმით, ამ ტესტირების მიხედვით მოხდება ტალღმტეხელის ტალღის მიმართ მდგრადობის შემოწმება.

„ტესტირება გასტანს რამდენიმე დღე და საბოლოოდ, პროექტირებისთვის ჩვენ გვექნება ზუსტად ისეთი მოდელი დადასტურებული, რომელიც უნდა აშენდეს ანაკლიის ნავსადგურში“- განაცხადა სიჭინავამ.

ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ფიზიკური მოდელის ტესტირება ქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading