7 აპრილს, ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია ორსულ ქალთა და ახალშობილთა სამედიცინო მეთვალყურეობა, ეფექტიანი პატრონაჟი და მათი ჯანმრთელობის გართულებების პრევენცია

მიმდინარე წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარი თემა – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაა.

პროგრამა უზრუნველყოფს ორსულებისა და ახალშობილებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია.სახელმწიფო პროგრამებით ფინანსდება მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებები, ოჯახის ექიმის და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, ქირურგიული მომსახურებები და სხვა;

ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;

საყოველთაოა ჯანდაცვის პროგრამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტრო, ახორციელებს ტუბერკულოზის მართვის, C ჰეპატიტის, იშვიათი დაავადებების,დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო არაერთ პროგრამას;

ვრცლად სახელმწიფო პროგრამების შესახებ: https://moh.gov.ge/medi.php?uid=202312052133166055412284…

შეიძლება იყოს მითითებულის გრაფიკა: სქელი ლორი, რუკა და ტექსტი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading