ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლება დაიწყო
„ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლება დაიწყო ,ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე საათში, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა „წითელ ჯვარს“ 3 ისრაელელი მძევალი: რომი გონენი, ემილი დამარი და დორონ შტაინბეხერი გადასცეს.

90 პალესტინელმა პატიმარმა 20 იანვარს „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ავტობუსებით დატოვა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ოფერის ციხე.
ხანგრძლივი ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები საჰაერო ძალების ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

მხარეთა შეთანხმებით, ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ, ისრაელმა ციხეებიდან 30 პალესტინელი პატიმარი უნდა გაუშვას.
გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულთაგან 69 ქალია, დანარჩენი კი მოზარდი ბიჭები და სრულწლოვანი მამაკაცები, რომლებიც ხულიგნობის და სხვა შედარებით მსუბუქი დანაშაულისთვის იყვნენ დაპატიმრებული. გამოცემის ცნობითვე, 78 მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებია, 12 კი – აღმოსავლეთ იერუსალიმის.