5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა!
წელს ამ დღის მთავარი თემაა – „დავამარცხოთ პლასტმასით დაბინძურება“
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1972 წელს დაარსდა. მისი აღნიშვნის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის წინაშე და აქტიურად ჩაერთოს იმ ღონისძიებებში, რომლებიც გარემოს დაცვას ემსახურება.
