სანდრო ახმეტელის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მაისიდან ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა.

კერძოდ, ქერჩის ქუჩიდან სანდრო ახმეტელის ქუჩის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდა.

შესაბამისად, ავტობუსები: N292, N304, N308, N323, N335, N348, N355, N351 და N365, ასევე, მიკროავტობუსები: N486, N512, N517 და N518 მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” ქერჩის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ფორე მოსულიშვილის ქუჩის გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო!

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading