3 აპრილს, 10:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა
სხდომაზე განსახილველი საკითხებია: საკუთრების უფლების დარღვევის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის თემები;
სხდომაზე მოწვეულნი არიან ბატონები – რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე, კახა დაბრუნდაშვილი. სხდომის ბოლოს განხორციელდება მსჯავრდებულის ჩართვა პენიტენციური დაწესებულებიდან;
სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.