29 აგვისტოს უქმე დღე: თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავებენ
გაცნობებთ, რომ 29 აგვისტოს გამოცხადებულ უქმე დღეს თბილისის ცენტრალური, ბათუმის №1 და ქუთაისის იუსტიციის სახლები 09:00 საათიდან 18:00 საათამდე დახურულ რეჟიმში, დაჩქარებულ სერვისებზე იმუშავებენ.
✅ აღნიშნული ფილიალები უზრუნველყოფენ მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ ძირითად სერვისებს. სერვისების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია: https://psh.gov.ge/news/150
✅ 29 აგვისტოს გაიცემა მზა დოკუმენტები როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული სახით.
✅ იმავე დღეს სტანდარტული სამუშაო გრაფიკით იმუშავებენ ქორწინების სახლები და სატელეფონო ცენტრი.
გთხოვთ, დაიცვათ მითითებული სამუშაო საათები და საჭიროების შემთხვევაში წინასწარ დაგეგმოთ ვიზიტი.