2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 19%-ით, 9.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 56.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია
ზრდა ძირითადად თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე ღვინის ექსპორტმა განაპირობა.
თხილის ექსპორტის ღირებულება 5.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 4.3 მლნ აშშ დოლარით და 5.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია;
ღვინის ექსპორტი 2.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გერმანიაში ექსპორტი 43%-ით, 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით არის გამოწვეული, რომლის ღირებულებაც 4.3 მლნ აშშ დოლარითაა გაიზრდილი და 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
იტალიაში ექსპორტმა 3.2-ჯერ მოიმატა, რაც ძირითადად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. თხილის ექსპორტის ღირებულება 4.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანის ბაზარზე. ექსპორტი 10%-ით, 4.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისა და კარტოფილის ექსპორტმა განაპირობა, რომლის ღირებულებამ შესაბამისად, 9.0 და 3.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ღვინის ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში. ექსპორტის ღირებულება 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 3.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.