,,2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“, -გივი მიქანაძე
„ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ იმ დაპირებას, რომელიც საზოგადოების წინაშე წინასაარჩევნოდ გავაჟღერეთ. ეს არ იყო მხოლოდ დაპირება, ეს არის ის, რასაც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი წლების განმავლობაში ითხოვს, თუმცა კოჰაბიტაციის რეჟიმმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ეს პროცესები უფრო ადრე წარმართულიყო. 2025 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას ერთ-ერთი საკითხი რაც დაინიცირდება არის სწორედ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.