ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული – მეუფე შიომ სიონის ტაძარში წირვა აღავლინა

დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ღვთისმშობლის მიძინების დიდ დღესასწაულს. ყველა ტაძარში აღევლინა სადღესასწაულო ლიტურგია.

📍 სიონის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, რომელმაც ქადაგებით მიმართა მრევლს და აღნიშნა ღვთისმშობლის განსაკუთრებული ადგილი ქრისტიანულ სარწმუნოებაში.

🔹 „ღვთისმშობელი გახდა ჩვენი მარადიული მეოხი, ყოველი ჩვენგანის დედა. მისი ლოცვით გვებოძება სიცოცხლე და ჩვენი ხსნა. ზეციდან მფარველობს თითოეულ მორწმუნეს,დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს უფალმა,განსაკუთრებით ვფიქრობთ ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოზე, საქართველოზე. დედა ღვთისმშობელმა გადააფაროს თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას, მისი ლოცვით და მეოხებით გაამთლიანოს უფალმა, გააძლიეროს და გადაარჩინოს” – აღნიშნა მეუფე შიომ.

დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს ღვთისმშობლის საოცარ რწმენასა და სულიერ ძალას, რომელიც მორწმუნეებისთვის მარადიულ შვებად რჩება.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading