2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა!
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მისი აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს.
მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს.
