1866 წლის 24 აპრილს დაიბადა კალისტრატე ცინცაძე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1932-1952 წლებში

1893 წელს კალისტრატე მღვდლად აკურთხეს და მსახურობდა დიდუბის ტაძარში, 1903 წლიდან კი ქაშუეთის ტაძრის მღვდელმსახური იყო. 1924 წელს პატრიარქ ამბროსის მიერ გენუის კონფერენციაზე გასაგზავნი წერილის შედგენაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს; 1925 წელს ნინოწმინდის ეპისკოპოსი გახდა, ებოძა მიტროპოლიტის ხარისხი და დაინიშნა პატრიარქის თანამოსაყდრედ. 1927 წლიდან ეპისკოპოსი კალისტრატე განაგებდა მანგლისის ეპარქიას. 1932 წლის 24 ივნისს საეკლესიო კრებამ ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.

გარდა საეკლესიო მსახურებისა, პატრიარქი კალისტრატე დაკავებული იყო ნაყოფიერი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობით: სხვადასხვა დროს იყო საეკლესიო მუზეუმის მდივანი, ქართული საღვთისმსახურო წიგნების შემსწორებელი კომისიის წევრი, მცხეთის ტაძრების აღორძინების კომიტეტის მდივანი, ქართული ფილარმონიული საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ავტოკეფალისტების მოძრაობაში. დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული სიძველეებისა და ისტორიული ძეგლების გადარჩენაში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading