გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომელიც სომხეთსა და საქართველოში ჩატარდა.


სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა არსებობს, ძლიერი კულტურული კავშირებით. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით კულტურული კავშირების მნიშვნელობას, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს ქართული კულტურის დღეებში, რომელიც ივნისში, ერევანში გაიმართება. სომხეთში ვიზიტისას ასევე შეიმუშავებენ სამომავლო გეგმებს ერთობლივი კულტურული ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading