16 აგვისტო – მარაბდის ომის გმირთა ხსენების დღეა
16 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია 1625 წლის მარაბდის ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლებს, ცხრა ძმა ხერხეულიძესა და მათთან ერთად სამშობლოსთვის სიცოცხლეშეწირულ ცხრა ათას ქართველს იხსენებს.
მარაბდის ველზე გამართული ბრძოლა ქართულ ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ტრაგიკულ ეპიზოდად არის მიჩნეული. მიუხედავად უთანასწორო ძალთა შეჯახებისა, ქართველებმა გმირობის უმაღლესი ნიმუში წარმოაჩინეს და სამშობლოს ერთგულება სიცოცხლის ფასად დაამტკიცეს.
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცხრა ძმა ხერხეულიძეს, რომლებმაც ბრძოლის დროს ქართული დროშის დაცვა საკუთარ თავზე აიღეს და თავგანწირვით დაეცნენ მარაბდის ველზე. მათი გმირობის სიმბოლო დროშის გადარჩენა გახდა – ბოლოს, ნაბოლარამ, მათი ერთადერთმა დამ, ხელთ აიღო საბრძოლო ალამი, ხოლო მის დაცემის შემდეგ დროშა დედამ აღმართა.
ქართულმა ეკლესიამ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებული გმირები წმინდანებად შერაცხა.
- დღეს მარაბდის გმირების საფლავი სოფელ ძველი მარაბდის წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად მდებარეობს, სადაც ყოველი წლის 16 აგვისტოს მათი ხსოვნა პატივით აღინიშნება.