,,14 აპრილს “დედა ენის” დღეს ჩვენი უწყვეტი კავშირის გვირგვინად, სახელმწოფო ენის დღე ერთად აღნიშნეს ფერეიდნელმა ქართველებმა და დელეგაციის წევრებმა”-გიორგი შინჯიკაშვილი
,,ფერეიდანში ქართველების გადასახლებიდან 400-ი წლისთავზე, ქალაქ მარტყოფს ქართველების ჯგუფი ესტუმრა. ჩემი, გადაწყვეტილებით და პატრონაჟით, ქართველების ჯგუფმა ფერეიდანის ყველა ქართული სოფელი მოინახულა. შეხვდნენ ჩვენს ღირსეულ ქართველებს, რომლებმაც 400 წლიანი გადასახლების მიუხედავად პირვანდელი სახით შემოინახეს ტრადიციები და ქართული ენა. სიმბოლურია, რომ 14 აპრილს “დედა ენის” დღეს ჩვენი უწყვეტი კავშირის გვირგვინად, სახელმწოფო ენის დღე ერთად აღნიშნეს ფერეიდნელმა ქართველებმა და დელეგაციის წევრებმა.
ისტორიული მისიაა, ჩვენი უწყვეტი კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან. თაობებმა შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქართული სული და ქართველობა. ჩვენი ვალია, არ გაწყდეს კავშირი ჩვენს თანამოძმეებთან. ჩვენ ხომ ერთი სამშობლოს შვილები ვართ.
მადლობას ვუხდი, ჯგუფის თითოეულ წევრს, ფერეიდანში ქართველების ღირსეულად შეხვედრისა და მათი დაფასებისთვის. მადლობა, ჩემს დებსა და ძმებს, ჩემ ფერეიდნელ ქართველებს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის.
ჩვენ, ყველა საქართველოს შვილები ვართ! ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო!”-წერს სოციალურ ქსელში ქვემო ქართლის რეგიონის ვიცე-გუბერნატორი გიორგი შინჯიკაშვილი.


