ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა და ავერსის კლინიკა ერთობლივ უფასო სამედიცინო აქციას გამართავენ
7 აპრილს, 11:00 საათიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. მარნეული, რუსთაველის N73), აქციის ფარგლებში მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი გამოკვლევები:
თვალის წნევის გაზომვა
თვალის შეფასება (კატარაქტისა და გლაუკომის გამოვლენა)
მხედველობის ტესტირება და სათვალის შერჩევა
სამედიცინო აქციის მიზანია მოსახლეობისთვის პრევენციული გამოკვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდა და თვალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული შეფასება.