ფარმაცევტური კომპანიები მაღალი ფასების გამო 560 000 ლარით დაჯარიმდნენ 💊
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ჯამში 559 358 ლარით დააჯარიმა.
🔎 მოკვლევა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო, შეეხებოდა იმ მედიკამენტებზე არაგონივრულად მაღალი ფასნამატების დადგენას, რომელთა იმპორტსა და რეალიზაციაში 8 კომპანია მონაწილეობდა. მათგან 4-ის შემთხვევაში დადგინდა, რომ ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა გონივრულ ზღვარს (30%-იანი მარჟა + 20%-ზე მეტი ფასნამატი).
📌 დაჯარიმებული კომპანიები და მედიკამენტები:
- „გლობალ ცბს“ – ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10 → 249 144 ლარი
- „კონცეპტ ფარმა“ – ფლოქაზოლი → 21 646 ლარი
- „რიჩ გრუპი“ – ზინასენი → 77 936 ლარი
- „გეა“ – ბისეპტოლი 120 და 480 მლ → 210 632 ლარი
❗ მოკვლევისას დადგინდა, რომ ფასნამატების ნაწილს არაეკონომიური და ფუფუნების ხარჯები შეადგენდა – მათ შორის, ძვირადღირებული საჩუქრები, კონფერენციები ევროპაში, პრემიუმ ავტომობილების მომსახურება და სხვა.
📘 სააგენტოს რეკომენდაციით, კომპანიებმა საფასო პოლიტიკის ფორმირებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა, რათა თავიდან აირიდონ არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესება.
ℹ️ აღსანიშნავია, რომ საუბარი ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. დღეს მოქმედი მექანიზმების შედეგად, მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვანწილად შემცირდა.