დღეს ელდარ შენგელაიას დაკრძალავენ 🎬
დღეს უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ ლეგენდარულ ქართველ კინორეჟისორს, ელდარ შენგელაიას, რომელიც 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
📍 სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სიონის საკათედრო ტაძარში
🕛 პანაშვიდი დაიწყება 12:00 საათზე
🕑 ტაძრიდან გამოსვენება – 14:00 საათზე
ელდარ შენგელაია ქართული კინოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მისი ნამუშევრები არაერთი თაობის მაყურებლისთვის დღემდე საყვარელია და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.