ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ისაუბრა

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის წევრებს, მისი მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შეხება დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სკრინინგს პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, კიდევ უფრო გააქტიურებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. მიხეილ სარჯველაძემ, ასევე, აქცენტი გააკეთა სწრაფი დიაგნოსტიკაზე, პრევენციის მნიშვნელობაზე და საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემების წარმატებულ გამოყენებაზე.

მინისტრის განცხადებით, სკრინინგის პროგრამის მიზანი დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვაა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალსა და ცხოვრების ხარისხს.

კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading