ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საიუბილეო, სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

მინისტრმა კონფერენციის გახსნით ნაწილში მიიღო მონაწილეობა და სამედიცინო პერსონალს სიტყვით მიმართა.

მიხეილ სარჯველაძემ ქართული სამედიცინო სექტორის განვითარებაში, აკადემიკოსის შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ უდიდესია ვახტანგ ბოჭორიშვილის ღვაწლი, სამედიცინო სფეროსა და განსაკუთრებით, ინფექციური დაავადებების მართვის მიმართულებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აკადემიკოსმა მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.

რიგით მე-9 სამეცნიერო კონფერენცია, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის 101 წლისა და კლინიკის დაარსების 46 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებაზე, მომხსენებელმა ექიმ-სპეციალისტებმა, მსმენელებს, კლინიკური მედიცინის საკითხები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. განიხილეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მასალები და საინტერესო კლინიკური შემთხვევები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading