,,საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში” – მაკა ბოჭორიშვილი

„საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს. აქვე მსურს აღვნიშნო საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. კიდევ ერთხელ მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და აღვნიშნავ, რომ საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებასა და თანამშრომლობაში. მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა სამმხრივ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. შეხვედრა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პირველად და იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატში შევძლებთ თანამშრომლობას რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading