„ხუთშაბათობების“ ფარგლებში მუზეუმი საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, არამედ სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფილისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები

ელისაბედ საგინაშვილისეულ სახლს, XIX საუკუნის მიწურულს, ილია ჭავჭავაძემ საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქცია შესძინა და მნიშვნელოვან კულტურულ კერად აქცია, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოშო პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები. სწორედ ამ სახლში ეყრებოდა საფუძველი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ და კულტურულ წამოწყებებს. ამ შეკრებების ერთ-ერთი დამკვიდრებული ფორმა იყო ტრადიცული „ხუთშაბათობები“, რომელზეც თავს იყრიდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები და მსჯელობდნენ ერის განვითარებაზე, ქვეყნის მომავალზე, ეპოქალურ მოვლენებზე და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მიზანია, აღადგინოს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ტრადიცია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში. „ხუთშაბათობების“ ფარგლებში მუზეუმი საზოგადოებას ეტაპობრივად უმასპინძლებს საჯარო ღონისძიებებზე, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი დეტალები, არამედ სრულიად ეპოქა და იმდროინდელი ტფილისური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები.

„ხუთშაბათობების“ ფარგლებში ღონისძიებები იმართება ყოველი თვის მესამე ხუთშაბათს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading