2025 წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი 15%-ით გაიზარდა – შემოსავალმა 23.4 მლნ დოლარი შეადგინა
📈 2025 წლის 1 მაისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 19.2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა, რითაც ქვეყანამ 23.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
🔸 წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 15%-ით (2.5 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 22%-ით (4.2 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
🔸 ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი კილოგრამზე 1.22 აშშ დოლარი იყო, რაც 6%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
🌍 ექსპორტი ძირითადად განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში:
- რუსეთი – 16.0 ათასი ტონა
- უკრაინა – 2.1 ათასი ტონა
- სომხეთი – 574 ტონა
- ბელარუსი – 313 ტონა
- ლატვია – 118 ტონა
- ყაზახეთი – 18 ტონა
- პოლონეთი – 18 ტონა
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი აგრარული სექტორის ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად რჩება და დადებითად აისახება როგორც ფერმერების შემოსავლებზე, ისე ქვეყნის აგროექსპორტის მაჩვენებლებზე.
.