წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

„ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული ფერდი მეწყრულია და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, ფერდის ქვემოთ ბეტონის ფილები დროებით არის განლაგებული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამაგრების სამუშაოები დავიწყოთ, ფუნდამენტური ჩარევით, რათა პრობლემა თავიდან ბოლომდე მოგვარდეს. აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გამაგრება ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის გახდა საჭირო. ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, ანკერები, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაოების წარმოებისას, პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება ავტომობილების გადაადგილებაც.

სამუშაოები საკმაოდ შრომატევადი იქნება. პროექტის დასრულებას, დაახლოებით, რვა თვე დასჭირდება. ფერდი მეწყერსაშიშია, გარკვეულწილად დაძრულია და გვინდა, რომ ამ მონაკვეთზე გადაადგილება იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading