საოპერო მუსიკის საღამო ბოლნისში
პირველ ივლისს, 18:00 საათზე, ბოლნისის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით დაგეგმილია საოპერო მუსიკის საღამო, რომელიც თითოეული სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იქნება ( დასწრება თავისუფალია.)
საღამოს პროგრამა მოიცავს როგორც ქართული, ისე დასავლეთ ევროპული კომპოზიტორების შედევრებს. შესრულდება ასევე ცნობილი და საყვარელი ნეაპოლიტანური რომანსები.
- ღონისძიება მიზნად ისახავს კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას რეგიონში, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და ადგილობრივ მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის ხელოვნების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ბოლნისის მცხოვრებლებს და ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უნიკალური შესაძლებლობით — დაესწრონ მაღალპროფესიულ შესრულებას და საოპერო მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურონ.
