წნორის სპორტული კომპლექსიქალაქ წნორში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდებაწნორის სპორტული კომპლექსი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაასრულა.

სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული – მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით.

მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, ქალთა და მამაკაცთა გასახდელებსა და საშხაპეებს, ადმინისტრაციის, მწვრთნელების, მსაჯების და სამედიცინო ოთახებს.

ახალი სპორტული კომპლექსი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.

წნორის სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 300 000 ლარით დაფინანსდა.

ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading