წინანდლის მუზეუმს ახალი ექსპონატი შეემატა

ეკატერინე ჭავჭავაძის კაბა, რომელიც, ცნობილი პორტრეტის მიხედვით, სიმონ მაჩაბელმა შექმნა. პრეზენტაციის დღეს ეკატერინე და ნინო ჭავჭავაძეების კაბები სიმბოლურად მათი ოჯახის შთამომავლებმა მოირგეს.

ამავე დღეს გაიმართა წინანდლის მამულის ახალი ღვინის – „ეკატერინეს“ დეგუსტაციაც.

ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი რეჟისორი და ასევე ჭავჭავაძეების შთამომავალი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელმაც, წინანდლის ტრადიციის შესაბამისად, ისტორიულ პარკში ხე დარგო.

.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading