წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ქვემო ქართლის რეგიონალური ცენტრის სამობილიზაციო რეზერვის სამხედრო აღრიცხვის და რეკრუტირების დაგეგმვის განყოფილების უფროსმა, კობა ჯელაძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.

კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:

საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;

საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;

უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის 1275 ლარი, ოფიცრებისთვის 1530 ლარი.

11-თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები ჩაირიცხებიან რეზერვში.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით გაწვეულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა 30 პროცენტით მეტი ოდენობით.

შეხვედრას, წაკლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ანზორ ხინიკაძე, ფეოხარ პარასკევოვი, ასევე სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების წალკის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წალკის მუნიციპალიტეტი / municipality of tsalka

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading