საქართველოს რკინიგზა 2024 წლის არააუდირებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ შედეგებზე დაყრდნობით მენეჯერულ ანგარიშს აქვეყნებს

კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 656,9 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს რკინიგზის მოგებამ კი საპროცენტო და ცვეთის ხარჯებამდე (EBITDA) 31%-ით მოიმატა და 221,1 მლნ ლარი შეადგინა.

2024 წლის წმინდა მოგება – 67,9 მლნ ლარი, რაზეც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა საკურსო ცვლილებით გამოწვეულმა ზარალმა (53,8 მლნ ლარი) მოახდინა.

საქართველოს რკინიგზა ლიკვიდურობის მაჩვენებლების გაუმჯობესებასაც განაგრძობს.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ფულადი სახსრები 318,3 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 34,8 მლნ ლარით აღემატება.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading