წარმატებული ასპარეზობა პორტუგალიაში — ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა ხუთი მედალი მოიპოვეს
პორტუგალიის ქალაქში გამართულ ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს და ქვეყნის სახელით ხუთი მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 12-წლამდელთა შორის ჩემპიონი გახდა ქრისტინე პლეხანოვი, რომელმაც ოქროს მედალი დაისაკუთრა და საქართველოს გამარჯვება მოუტანა.
13-14-წლამდელებში ვერცხლის მედალი მარიამ გაბრიაძემ მოიპოვა, ხოლო 15-16-წლამდელებში — ნინო ქორიძემ. ბრინჯაოს მედალი 13-14-წლამდელებში ელენე კირთაძის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია გუნდური წარმატებაც: მარიამ გაბრიაძის, ელენე კირთაძისა და ნინო უსუბიანის გუნდმა 13-14-წლამდელებში მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.


