დმანისის მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებს დახმარება გაეწიათ
დმანისის მერიის ინფორმაციით – მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოთხი ოჯახი, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან, დახმარების სახით საოჯახო ტექნიკით იქნენ უზრუნველყოფილნი.
დახმარება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებმა გადასცეს.
სოციალური მხარდაჭერა განხორციელდა პროგრამის — „მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი, ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, რომლის მიზანია საჭიროების მქონე ოჯახებისთვის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში ხელშეწყობა და მათთვის ბაზისური ყოფითი პირობების შექმნა. — ნათქვანია განცხადებაში.
- ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური პრობლემების შემცირებასა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაში.




