წალკის მერობის კანდიდატი ილია საბაძე სოფელ სამესა და ტბეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები, მოსაზრებები და ხედვები სოფლის განვითარების მიმართულებით.
ილია საბაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან სწორედ მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გაიგოს სოფლის რეალური პრობლემები და საერთო ძალისხმევით მოიძებნოს მათი გადაჭრის გზები.

„ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესი – ეს არის ჩვენი მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელება. მერის არჩევის შემთხვევაში, ჩემს ძალისხმევას და ჩემი გუნდის მუშაობას მთლიანად მივუძღვნი ადგილობრივების გვერდით ყოფნას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რა სჭირდება თქვენს სოფელს უკეთესი ცხოვრებისათვის,“ – განაცხადა ილია საბაძემ.
მისივე თქმით, წალკაში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არაერთი პროექტი განხორციელდა, თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება გადასაჭრელი.

მერობის კანდიდატმა სამებისა და ტბეთის მცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი თანამშრომლობითა და ერთობით გამარჯვება აუცილებლად იქნება საერთო.
„ერთიანობითა და შრომით რეალურ წინსვლას აუცილებლად მივაღწევთ,“ – აცხადებს ილია საბაძე.
