კობა მურადაშვილი დმანისის ბაღების თანამშრომლებს შეხვდა

დმანისის მერი კობა მურადაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბაღებში არსებულ გამოწვევებს, ბავშვებისთვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შექმნის მნიშვნელობასა და იმ საჭიროებებს, რაც ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოიკვეთება.
მერის თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც დმანისის ბაღებში მუშაობენ და ყოველდღიურად ზრუნავენ ბავშვების განათლებასა და განვითარებაზე.


„მათი დაუღალავი შრომით ჩვენს პატარებს ბავშვობიდანვე იღებენ სითბოსა და სიყვარულს, რაც დიდ როლს თამაშობს მათ ჩამოყალიბებაში,“ – აღნიშნა კობა მურადაშვილმა.
მისი შეფასებით, მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, თანამშრომლობა და ერთმანეთის მოსმენა – მხოლოდ ერთობლივი ძალებით იქნება შესაძლებელი უკეთესი პირობების შექმნა მომავალ თაობაზე ზრუნვისთვის.
