ძველ თბილისში ორი პირი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს
🔹 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს 1997 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ.
🔹 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე ფიზიკურად გაუსწორდნენ 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება მიიღო.
🔹 სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული უკვე დააკავეს.
🔹 გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.