ისტორიული პრეცედენტი – ქართული მონეტები ნუმიზმატიკის მსოფლიო ფორუმზე
2022 წელს ვარშავაში გამართულ ნუმიზმატიკის XVI მსოფლიო კონგრესზე, რომელიც 1891 წლიდან ტარდება ყოველ 6 წელიწადში ერთხელ, პირველად კონგრესის ისტორიაში ცალკე სესია ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს დაეთმო.
სესია ორგანიზებული იყო საქართველოს ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ თედო დუნდუას მიერ, რომელმაც ქართული მონეტების მიმოხილვასთან ერთად წარმოადგინა ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ კატალოგიც.
სესიაზე წაიკითხეს მოხსენებები ასევე:
🔹 ნათია ფიფიამ – ანტიკური ხანის მონეტებზე საქართველოში;
🔹 ლერი თავაძემ – ბიზანტიური ხანის მონეტებზე;
🔹 ევგენი ჭანიშვილმა – უახლეს პერიოდში საქართველოში აღმოჩენილ მონეტებზე.
კონგრესში მონაწილეობდა 570 დელეგატი და წაკითხულ იქნა 554 მოხსენება. მათი შერჩეული ნაწილი – 242 სტატია – დაიბეჭდა პრესტიჟული ბელგიური გამომცემლობის „ბრეპოლსის“ მიერ გამოცემულ ოთხტომეულში.
📘 ნათია ფიფიას სტატია დაიბეჭდა პირველ ტომში, რომელიც ბერძნულ ნუმიზმატიკას ეძღვნება.
📙 ლერი თავაძისა და ევგენი ჭანიშვილის ნაშრომები – მესამე ტომში, შუა საუკუნეების ნუმიზმატიკის ნაწილში.
📗 თედო დუნდუას სტატია – მეოთხე ტომში, რომელიც ნუმიზმატიკის თანამედროვე პრობლემატიკას ეძღვნება.
პირველი ტომი უკვე ხელმისაწვდომია ბეჭდური სახით, დანარჩენი ტომების გამოშვება უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
📌 ქართული ნუმიზმატიკის საერთაშორისო აღიარება და მაღალპროფესიონალური კვლევები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს საქართველოს მეცნიერების პოზიციონირებას გლობალურ აკადემიურ სივრცეში.