ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს

ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირი „WT – პრეზიდენტის თასი“ გაიმართა. ტურნირზე საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

ქართველი პარასპორტსმენი ანა ჯაფარიძე (-52 კგ) პარატაეკვონდოში ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლაშა ტყემალაძეს „WT – პრეზიდენტის თასის“ საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა.

ქართველი პარასპორტსმენები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading