,,ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ყველა ოპოზიციური აქტივობები ფინანსდებოდა ამერიკელების მხრიდან, რაც გახლავთ კორუფცია”-ლუბოშ ბლაჰამ
,,ტრამპის, მასკისა და ამერიკის მთავრობიდან სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლების გადაწყვეტილებები ამტკიცებს, რომ ოპოზიციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდა ამერიკული ფულით, ეს იქნებოდა USAID-ის ან სოროსის ფული ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საქართველოში, სლოვაკეთსა და სერბეთში ყველა ოპოზიციური აქტივობები ფინანსდებოდა ამერიკელების მხრიდან, რაც გახლავთ კორუფცია. ხდებოდა არასამთავრობოების, მასმედიის, ოპოზიციის მოსყიდვა, რათა ომის პოლიტიკა წამოეწიათ, რუსეთის სიძულვილი, სოროსის ინტერესები. ეს არის ნამდვილად ქვეყნების ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო. ეს გახლავთ საუკეთესო მტკიცებულება, რომ სპონტანური არაფერი ხდებოდა პროტესტებში, მაიდანიზაციის პროცესში, ეს გახლავთ ინტერესები.
USAID-თან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ლიბერალური წრეებიდან არავინ იტყვის, რომ მხოლოდ ჩვენს აზრს გამოვხატავდით. ისინი ბაიდენის ადმინისტრაციის ტროას ცხენი იყვნენ. მათ ნდობა არ გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ მორალური ძალა გვაქვს ვიბრძოლოთ ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ გადაცემაში „იმედი LIVE“