ქვემო ქართლის მხარეში ლეგენდარულმა იაპონელმა ძიუდოისტმა შოჰეი ონომ ახალგაზრდა ძიუდოისტებისათვის მასტერკლასი გამართა

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი, ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი ძიუდოისტები და სპორტ სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

რუსთავის სპორტის სასახლეში ორგზის ოლიმპიურ და სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან, შოჰეი ონოსთან ერთად მასტერკლასი ქართველმა ტიტულოვანმა ძიუდოისტებმა ვარლამ ლიპარტელიანმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმაც გამართეს.

ღონისძიებას ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სპორტსმენები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading