,,ჩვენ არც არასდროს უარი არ გვითქვამს და არც მომავალში ვიტყვით უარს ევროპულ სტანდარტზე,” – გიორგი ვოლსკი

,,ჩვენ არც არასდროს უარი არ გვითქვამს და არც მომავალში ვიტყვით უარს ევროპულ სტანდარტზე,მთავარია ევროპული სტანდარტი – ევროპული სტანდარტი განათლებაში, ბიზნესში, ეკონომიკასა და ყველა სხვა სფეროში. ამ მაჩვენებლებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას. ჩვენი მიზანი ეს იყო. ჩვენ ამ მიზანს ვასრულებთ.

2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით იმ სტანდარტით მომზადებული, რომელიც საშუალო ევროპული სტანდარტია. თუ ამ ვითარებაში გარკვეული პოლიტიკური რესურსი ევროკავშირის ხმარდება იმას, რომ საქართველო გამოიყენონ როგორც საზარბაზნე ხორცი, ჩვენ ამას ვერ ავყვებით, თორემ, ჩვენ არც არასდროს უარი არ გვითქვამს და არც მომავალში ვიტყვით უარს ევროპულ სტანდარტზე“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,გიორგი ვოლსკიმ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading