დღეს, წალკის მუნიციპალიტეტში, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებაზე წალკის მუნიციპალიტეტის მერის

პირველი მოადგილე ანზორ ხინიკაძე და თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.

,,ძვირფასო დედებო, გილოცავთ გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერ დღეთა სიმრავლეს და რაც მთავარია, ქვეყნისთვის ღირსეული შვილების აღზრდას გისურვებთ”- განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ და მობრძანებულ დედებს ყვავილები გადასცა.

წალკის მუნიციპალიტეტი / municipality of tsalka

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading