გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, ავტომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია 2 და დაშავებულია 25
გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, სადაც ბაზრობა იმართებოდა ავტომობილი ხალხში შევარდა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედია წერს ორი დაღუპულის და 25 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან სულ მცირე 15 მძიმე მდგომარეობაშია.
მძღოლი უკვე დაკავებულია, მის მოტივებს პოლიცია ამ წუთებში იძიებს.
ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.