,,ჩემი ფეხით მივედი იქ, სადაც უკვე ბრალი წამიყენეს სრულიად აბსურდული. ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი“ -ირაკლი ბათიაშვილი

„ამას არავინ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, მაშინ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი, დიდი დარტყმები მელოდა ამაზე, რომ მე ამას წინ უნდა აღვდგომოდი. მე უნდა დავპირისპირებოდი ამ საკითხში ხელისუფლებას და პირველი, რაც გავაკეთე, მახსოვს რუსთავი 2-ზე მივედი მაშინ. ვილაპარაკე, რომ დაუშვებელია ამის გაკეთება, ჯარის შეყვანა და განიარაღება მოსახლეობის, რომ ეს კონფლიქტი თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანად დარეგულირდეს და გადაწყდეს. იქ ერთი ადამიანიც რომ გაეგზავნათ და საუბრის საშუალება მიეცათ, ეს კონფლიქტი

(ადგილობრივ მოსახლეობასთან) გადაწყდებოდა. ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მაშინ ბევრჯერ გამოვედი, ჩემი მძაფრი პოზიცია გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით და ჯერ დამიბარეს პროკურატურაში, მოწმის სახით დამკითხეს და მერე უკვე მოვიდნენ სოდი-ს თანამშრომლები ჩემთან სახლში, რომ უნდა მობრძანდეთო მოდულის შენობაში ბრალის წარსადგენად, ანუ, დასაპატიმრებლად. მაშინ არავინ შევაწუხე, ტაქსი გავაჩერე, ჩემი ფეხით მივედი იქ, სადაც უკვე ბრალი წამიყენეს სრულიად აბსურდული. ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading